ფეხბურთი

23:35 | 6.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

უილსონი "ბორნმუთში" 2022 წლამდე ითამაშებს

26 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა კალუმ უილსონმა "ბორნმუთთან" ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდის ღირსებას 2022 წლამდე დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია პრემიერლიგის კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

კალუმი "ბორნმუთმა" 2014 წელს "ქოვენთრიდან" დაიმატა. გასულ სეზონში თავდამსხმელმა ინგლისის ჩემპიონატში 28 შეხვედრა ჩაატარა და თავი რვა გოლით გამოიჩინა. სულ კი ოთხი სეზონის განმავლობაში უილსონმა 115 შეხვედრაში 43 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.122442