ფეხბურთი

21:29 | 6.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა ცხადაძე "ბასტიაში" ითამაშებს

30 წლის თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე კარიერას "ბასტიაში" გააგრძელებს. ქართველმა ფეხბურთელმა ფრანგულ კლუბთან 1+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია "ლურჯების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ბასტია" ახლო წარსულში ლიგა 1-ში თამაშობდა. გუნდი 2012 წელს საფრანგეთის მეორე დივიზიონის გამარჯვებული გახდა და მომდევნო ხუთი სეზონი ასპარეზობდა უმაღლეს ლიგაში. 2017 წელს გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გავიდა. საბოლოოდ ფინანსური პრობლემების გამო "ბასტია" ჯერ საფრანგეთის ნაციონალურ ჩემპიონატში დააქვეითეს, შემდეგ კი აღნიშნული ჩემპიონატის მესამე ლიგაში, რომელიც საფრანგეთში რანგით მეხუთე დივიზიონია.

ბაჩანა ცხადაძე კი 2017 წელს "ჩიხურას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას შემდეგ თავდამსხმელმა საჩხერელთა მაისურით მოედანზე ცხრა შეხვედრაში გამოჩნდა და გოლის გატანა ვერ მოახერხა.

0.128856