დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატი ორდღიანი პაუზის შემდეგ განახლდება და მეოთხედფინალური ეტაპი აიღებს სტარტს. პირველი მატჩი ნიჟნი ნოვგოროდში გაიმართება, სადაც საფრანგეთისა და ურუგვაის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და უკვე ცნობილია ორივე გუნდის შემადგენლობა. ურუგვაი მეოთხედფინალს დიდი დანაკლისით ხვდება, რადგან ედინსონ კავანიმ გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა და ძირითად შემადგენლობაში არაა:
ურუგვაი (3-5-2): მუსლერა; კასერესი, ხიმენესი, გოდინი; ნანდესი, ტორეირა, ბენტანკური, ვესინო, ლაქსალტი; სუარესი, სტუანი
მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი; პოგბა, კანტე, ტოლისო; გრიზმანი, ჟირუ, მბაპე
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)