ტურინის "იუვენტუსის" მარცხენა გარემარბი ალექს სანდრო კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. როგორც Daily Star-ი იუწყება, ინგლისური და იტალიური კლუბები უკვე შეთანხმდნენ და ტურინელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 53 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.
ბრაზილიელ მოთამაშეს ტურინელებთან კონტრაქტი 2020 წლის ივნისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში სანდრომ 39 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. სამხრეთამერიკელის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროა.