ფეხბურთი

18:33 | 5.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაი კავანის გარეშე

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ურუგვაის ნაკრებს ედინსონ კავანი ვერ დაეხმარება. ESPN-ის ინფორმაციით, “სელესტეს” თავდამსხმელი მერვედფინალში პორტუგალიასთან მიღებული ტრავმისგან განკურნებას ვერ ასწრებს.

შედეგად, ურუგვაის საფრანგეთის ნაკრებთან თამაში წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს. ეს თამაში 6 ივლისს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კავანიმ პორტუგალიასთან მატჩში დუბლი შეასრულა და შემდეგ ტრავმა მიიღო, რის გამოც შეხვედრა ვერ დაასრულა.

0.121871