იტალიურმა “ნაპოლიმ” “ბეტისის” ნახევარმცველი ფაბიან რუისი დაიმატა. “აძურის” ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანელმა ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
აღნიშნული ტრანსფერი “ნაპოლის” 30 მილიონი ევრო დაუჯდა. ფაბიან რუისი “ნაპოლის” მეოთხე ახალვწეულია სიმონე ვერდის, ალექს მერეტისა და ორესტის კარნეზისის შემდეგ.
ფაბიან რუისმა გასულ სეზონში ლა ლიგაში “ბეტისის” ღირსება 34 მატჩში დაიცვა და 3 გოლის გატანა მოახერხა.