ფეხბურთი

16:19 | 4.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" მბაპეს შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა

მადრიდის “რეალმა” პსჟ-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს მადრიდში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. “სამეფო კლუბმა” უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს მბაპესთან შეთანხმებას მიაღწია.

“ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენს წინადადებას პსჟ დათანხმდა კილიან მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით. “რეალს” სურს გითხრათ, რომ ეს ტყუილია.

ჩვენს გუნდს პსჟ-სთვის არ მიუმართავს და ასეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელება სიმართლეს არ შეესაბამება”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მბაპე “რეალში” კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად მოიაზრება, რომელიც ბოლო ცნობებით ტურინის “იუვენტსთან” ძალიან ახლოსაა.

0.128397