საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირს პირველსავე წრეში გამოეთიშა.
ნიკა ჟილ სიმონთან 1:6, 6:7, 1:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 43 წუთს გაგრძელდა. ნიკამ პირველი სეტი უშანსოდ წააგო. მეორე პარტიაში ბასილაშვილი 5:3 იგებდა, თუმცა ჟილ სიმონმა უკუბრეიკი შეასრულა, ტაი-ბრეიკზე კი ნიკამ 5:7 წააგო. ქართველმა ჩოგბურთელმა მესამე სეტიც დათმო.