ფეხბურთი

20:54 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელთა ფრე ზესტაფონში

დღეს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეორე გუნდმა კლუბის ბაზაზე ნოდარ აკობიას დამოძღვრილ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს უმასპინძლა, რომელიც უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩებისათვის ემზადება.

საინტერესოა, რომ დღევანდელ შეხვედრაში (მატჩი ორი 40-წუთიანი ტაიმისაგან შედგებოდა) 17-წლამდელთა ნაკრების ღირსებას სხვა ფეხბურთელებთან ერთად ”ზესტაფონის” ორი წარმომადგენელიც იცავდა. ბექა მიქელთაძე და ნიკა ლაშხია ნაკრებში არიან გამოძახებულნი და აკობიას გადაწყვეტილებით, გასულ მატჩში ორივე სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში კი წარიმართა, თუმცა ანგარიშის გახსნასთან უფრო ახლოს მასპინძლები იყვნენ. 25-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა გიორგი მაკარიძეს მიეცა, თუმცა მის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ნაკრების მეკარე ოთარ გოშაძემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 46-ე წუთზე ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების სწრაფი იერიში, რომელიც შეტევის მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა, ზუსტი დარტყმით ირაკლი ბიძინაშვილმა დააგვირგვინა.

76-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს – მარგველთა მრავალსვლიანი შეტევა საბა იონანიძის აუღებელი დარტყმით დასრულდა. საბოლოოდ, მატჩში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა – 1:1.

გასულ შეხვედრაში გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს.

“ზესტაფონი-2”: გიორგაძე (მახათაძე, 57), კუპრაშვილი (ასათიანი, 73), გიორგაძე (მოსიძე, 53), ნაცვლიშვილი (იონანიძე, 71), ახალაძე (ჩიტორელიძე, 60), გოგია (კვანტალიანი, 48), შალამბერიძე (ბეროშვილი, 53), მაკარიძე (ომარ გრიგალაშვილი, 60), კვარაცხელია (ჩუბინიძე, 50), რეკრუკი (ჭეიშვილი, 57), ეგუტიძე (ვაჭარაძე, 60).

17-წლამდელთა ნაკრები: გოშაძე (ბენდიანაშვილი, 41), ართმელაძე, კაციტაძე, ჩომახიძე, გაფრინდაშვილი (გოგიაშვილი, 41), მამუჩიშვილი (კიკნაძე, 41), კომახიძე (ქობულაძე, 41), ჯობავა (კამლაძე, 41), ლაშხია (წივილაშვილი, 41), ცინცქილაძე (ბიძინაშვილი, 41), მიქელთაძე (ნემსაძე, 41).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

0.165226