ორშაბათს, ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელ დასკვნით საწვრთნელ შეკრებას საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები დაიწყებს.
გიორგი დევდარიანი თავის რჩეულ ფეხბურთელებს სასტუმრო “ბატესტაში” შეკრებს და ყოველდღიურად მცხეთაში ავარჯიშებს.
შეკრებაზე 22 ფეხბურთელია გამოძახებული :
მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“).
მცველები: აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), ზურაბ გელაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკა ველიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე (ყველა „საბურთალო“), თორნიკე კირკიტაძე, ომარ პატარკაციშვილი (ორივე „ლოკომოტივი“).
ნახევარმცველები: ზურაბ მალანია („ბაია“, ზუგდიდი), გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი რუხაძე (ყველა „საბურთალო“), თენგიზ გოროზია („დინამო“ თბილისი), გიორგი ბერიძე („ჩიხურა“, საჩხერე), გიორგი ბუნტური („ვიტ ჯორჯია“, თბილისი), დიმიტრი მარგველაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი).
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია („ლოკომოტივი“, თბილისი), ილია კერძევაძე („ჩიხურა“, საჩხერე), გრიგოლ ჩაბრაძე, რევაზ ბარამიძე (ორივე „საბურთალო“), ბექა მიქელთაძე („ზესტაფონი“).
4 მარტს, დევდარიანის გუნდი გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ქალაქ რედა ვიდენბრუკში გერმანიის 17-წლამდე ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდში დევდარიანის შეგირდები სერბ, ირლანდიელ და ავსტრიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.
სფფ-ის პრესსამსახური
ფოტო gff.ge