ფეხბურთი

14:01 | 15.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელების დასკვნითი შეკრება ელიტრაუნდამდე

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც 25-დან 30 მარტის ჩათვლით ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში თამაში მოუწევს, დასკვნითი მოსამზადებელი შეკრება დაიწყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, გიორგი დევდარიანმა გუნდი სასტუმრო “ბატესტაში” შეკრიბა და მის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე “საბურთალო”)

მცველები: აკაკი შულაია (“მერანი”, მარტვილი), ზურაბ გელაშვილი (“ტორპედო”, ქუთაისი), გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე (ორივე “საბურთალო”), ომარ პატარკაციშვილი (“ლოკომოტივი” თბილისი)

ნახევარმცველები: ზურაბ მალანია (“ბაია”, ზუგდიდი), გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი რუხაძე, გიორგი ხორხელი (ყველა “საბურთალო”), თენგიზ გოროზია („დინამო“ თბილისი), გიორგი ბერიძე (“ჩიხურა”, საჩხერე)

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია (“ლოკომოტივი”, თბილისი), ილია კერძევაძე (“ჩიხურა”, საჩხერე), გრიგოლ ჩაბრაძე, რევაზ ბარამიძე (ორივე “საბურთალო”)

16 მარტს, 17-წლამდელები, “ბენდელას” სტადიონზე ამხანაგურ თამაშის გორის “დილას” ახალგაზრდულ გუნდთან ჩაატარებენ. თამაში 15 საათზე დაიწყება.  

20 მარტს, დევდარიანის გუნდი სლოვაკეთში გაემგზავრება, სადაც ოთხდღიან შეკრებას ჩაატარებს, ხოლო ავსტრიას მიაშურებს.

ქართველი 17-წლამდელები ელიტ რაუნდში პირველ თამაშს 25 მარტს სერბებთან ჩაატარებენ, 27 მარტს, ირლანდიას შეხვდებიან, ხოლო 30 მარტს – ავსტრიას.

ფოტო gff.ge

 

 

0.116713