ფეხბურთი

16:48 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები შესარჩევს სან მარინოსთან მატჩით გახსნიან

17-22 ოქტომბერს, საქართველო უეფას 17 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპს მასპინძლობს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც ნოდარ აკობია წვრთნის, მე-11 ჯგუფში იასპარეზებს, ხოლო მისი მეტოქეები ჰოლანდიელი, ფარერელი და სანმარინოელი თანატოლები იქნებიან.

საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი საწვრთნელი შეკრება ზუგდიდში, “ბაიას” ბაზაზე გაიარა. აკობია და მისი შეგირდები თბილისში სამშაბათს საღამოს დაბრუნდებიან და სასტუმრო „ბატესტაში“ დაბინავდებიან. სამივე გუნდი სტუმარი კი, სასტუმრო “Holiday Inn” - ში იცხოვრებს.

თბილისს ყველაზე ადრე ფარერების კუნძულების 17-წლამდე ნაკრები ეწვია. კუნძულელები 14 ოქტომბერს ჩამოვიდნენ. უკვე თბილისშია ჰოლანდიის ნაკრებიც. სანმარინოელები კი, სამშაბათს, გვიან ღამით ჩამოვლენ.

16 ოქტომბერს გუნდების სავარჯიშო გრაფიკი ასეთია:

16 ოქტომბერი

10:30 საათი

ჰოლანდიის 17-წლამდელთა ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს “დინამო არენაზე” გამართავს

12 საათი

 საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ოფიციალურ ვარჯიშს “მიხეილ მესხის” სტადიონზე ჩაატარებს. ვარჯიში მედიისთვის ღია საწყისი 15 წუთი იქნება.

15 საათი

ფარერების 17-წლამდელთა ნაკრები საფეხბურთო სკოლა “ოლიმპიკის” მოედანზე ივარჯიშებს.

16:30 საათი

სან მარინოს 17-წლამდელთა ნაკრების ვარჯიში საგურამოში.

რაც შეეხება ტურნირამდე გასამართ ოფიციალურ პრესკონფერენციას, მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ოთხივე გუნდის მთავარ მწვრთნელს 16 ოქტომბერს, საღამოს 19:15 საათიდან სასტუმრო “Holiday Inn”-ის საკონფერენციო დარბაზში შეხვდნენ. აქვე გაიცემა ტურნირზე დასასწრები აკრედიტაციებიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს, “მიხეილ მესხის” სტადიონზე, სან მარინოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16 საათზე დაიწყება. მანამდე კი, 14 საათზე, “დინამო არენაზე” ერთმანეთს ჰოლანდიისა და ფარერების 17-წლამდელები შეხვდებიან. 

0.065571