როგორც იცით, 17 ოქტომბერს, საქართველოს 17-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური მატჩები დაეწყება. მე-11 ჯგუფში, ნოდარ აკობიას გუნდის მეტოქეები ჰოლანდია, ფარერები და
მარტენ სტეკელენბურგმა (ჰოლანდია), აკი იოჰანსენმა (ფარერები) და მირკო პაპინიმ (
ირაკლი ნაკაიძე (ტურნირის დირექტორი): “ტურნირისთვის მზადება დასრულებულია. მართალია, ახალგაზრდებს შორისაა მატჩები, მაგრამ უეფასგან ბევრი მოთხოვნაა და ეს შესრულებულია. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ სტადიონზე იარონ. დასწრება უფასოა”.
აკი იოჰანსონი: “სამი დღეა, რაც აქ ვართ. პატარა ქვეყანას წარმოვადგენთ, ამდენად ჩვენთვის ყველა ჯგუფი ძლიერი იქნებოდა, რომელიც არ უნდა შეგვხვედროდა. ბედნიერი ვიქნები, თუ ორ საუკეთესოს შორის მოვხვდებით”.
მირკო პაპინი: “გამთენიისას ჩამოვედით და დღეს ერთი ვარჯიში გვქონდა. რეალურად რომ შევხედოთ, ჰოლანდია და საქართველო ჩვენზე ძლიერები არიან”.
მარტენ სტეკელენბურგი: - იოლ მატჩებს არ ველი, თუმცა ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ელიტ-რაუნდში გასვლაა.
- “აიაქსის” სკოლა მსოფლიოში განთქმულია და ამ ნაკრებშიც, საუკეთესო ჰოლანდიელი ჭაბუკები “აიაქსიდან” არიან?
- ასე ვერ გეტყვით, რადგან ამ ნაკრებში 5 ფეხბურთელია “აიაქსიდან”, 5 “ფეიენოორდიდან”. სხვა გუნდებიდანაც არიან, მაგალითად, ერთი “ვიტესიდანაცაა”. თუმცა, “აიაქსი” და “ფეიენოორდი” ამ მხრივ გამოირჩევიან.
ნოდარ აკობია: - მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ტურნირს ვმასპინძლობთ და სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ყველაფერი კარგადაა ორგანიზებული. ჩვენ ზუგდიდში გავიარეთ ორკვირიანი შეკრება, მაქსიმალურად მოვემზადეთ და მიზანი ნათელია: ელიტ-რაუნდში უნდა გავიდეთ. სან მარინოსა და ფარერების ნაკრებებს არ ვიცნობ, ჰოლანდიაში კი ვყოფილვართ და ვიცით იქაური ასაკობრივი ნაკრებების ძალა.
- 1996
- ამაზე რამდენიმე დღეში გაგცემთ პასუხს. დაველოდოთ თამაშებს.
- დანაკლისი ხომ არაა?
- არა. ჩვენ უცხოეთში მოთამაშე ჭაბუკები გვყავს. გერმანიაში თამაშობს კიდევ ამ ასაკის რამდენიმე ქართველი, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ესწრებოდა მათი საქმეში ნახვა.
აქვე, ჯგუფის კალენდარზე:
17 ოქტომბერი
14:00. “დინამო არენა”. ჰოლანდია-ფარერები
16:00. “მიხეილ მესხი”. საქართველო-სან მარინო
19 ოქტომბერი
14:00. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე. სან მარინო-ჰოლანდია
16:00. “მიხეილ მესხი”. საქართველო-ფარერები
22 ოქტომბერი
14:30. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”. სან მარინო-ფარერები
14:30. “მიხეილ მესხი”. ჰოლანდია-საქართველო
ქართველთა შემადგენლობა:
მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“)
მცველები: ნიკოლოზ კევლიშვილი („ლოკომოტივი“,
ნახევარმცველები: ირაკლი კომახიძე, შერმადინ ართმელაძე („შუქურა“, ქობულეთი), ნიკა ქორიძე („რეჯანა“, იტალია), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი (ორივე „საბურთალო“), ნიკა ლაშხია („ზესტაფონი“), გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“,
თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე („დილა 2“, გორი), გიორგი ჯობავა („ოსერი“, საფრანგეთი), ბექა მიქელთაძე („ზესტაფონი“), საბა ცინცქილაძე („შუქურა“, ქობულეთი)