ფეხბურთი

15:03 | 3.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები ევროშესარჩევისთვის მზადებას იწყებენ

ხვალიდან, 4 ოქტომბრიდან, უეფას 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს საქართველოს ნაკრები (1997 წელს დაბადებულები). გუნდის მთავარი მწვრთნელის, ნოდარ აკობიას გადაწყვეტილებით, ნაკრები შესარჩევისწინა დასკვნით შეკრებას ზუგდიდში, „ბაიას“ საწვრთნელ ბაზაზე გაივლის. შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებულნი:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“), სანდრო ბენდიანიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

მცველები: რატი კაკიაშვილი, გიორგი აბელაშვილი, ცოტნე ნადარაია, დემურ ჩომახიძე (ყველა„საბურთალო“), ვასილ კაციტაძე („დინამო“ თბილისი), ირაკლი კომახიძე („შუქურა“, ქობულეთი), თორნიკე გაფრინდაშვილი, გიორგი ქობულაძე (35-ე სკოლა), ამირან გოგიაშვილი („დილა“, გორი), ნიკა კევლიშვილი („ლოკომოტივი“, თბილისი)

ნახევარმცველები: ანდრო ნემსაძე ( „დინამო“ თბილისი), ირაკლი ბიძინაშვილი, ვლადიმერ მამუჩიშვილი („საბურთალო“), ნიკა ლაშხია („ზესტაფონი“), ირაკლი კომახიძე, შერმადინ ართმელაძე (ორივე „შუქურა“, ქობულეთი), გიორგი ბერიძე („დილა 2“, გორი), გიორგი კიკნაძე, ირაკლი კამლაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), ნიკა ქორიძე („რეჯინა“, იტალია)

თავდამსხმელები: გიორგი ჯობავა („ოსერი“, საფრანგეთი), ბექა მიქელთაძე („ზესტაფონი“), გიორგი წივილაშვილი („საბურთალო“), საბა ცინცქილაძე („შუქურა“, ქობულეთი)

შეკრების ფარგლებში, 17-წლამდელები ტესტ-მატჩს ითამაშებენ „ზესტაფონის“ დუბლებთან. გუნდი თბილისში 15 ოქტომბერს დაბრუნდება. 17 ოქტომბრიდან კი, უკვე შესარჩევის მატჩები იწყება.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ტურნირს საქართველო მასპინძლობს. 17-წლამდელები მე-11 ჯგუფში იასპარეზებენ და მეტოქეებად ფარერების, ჰოლანდიისა და სან მარინოს 17-წლამდე ნაკრებები ეყოლებათ. ტურნირის კალენდარი ასეთია:

17 ოქტომბერი

ჰოლანდია - ფარერები („დინამო არენა“. 14:00 საათი), საქართველო - სან მარინო („მიხეილ მესხის“ სტადიონი. 16:00 საათი)

19 ოქტომბერი

სან მარინო - ჰოლანდია (გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“. 14:00 საათი), საქართველო - ფარერები („მიხეილ მესხის“ სტადიონი. 16:00 საათი)

22 ოქტომბერი

ჰოლანდია - საქართველო („მიხეილ მესხის“ სტადიონი. 16:00 საათი), ფარერები - სან მარინო (გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“. 14:00 საათი)

შესარჩევი ჯგუფიდან კი, ელიტრაუნდში ორი გუნდი გადის.

სფფ-ის პრესსამსახური

 

0.110713