ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე, საქართველოს როგორც 17, ასევე 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებები ჯგუფის მასპინძლები იქნებიან. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის პრესატაშემ ოთარ გიორგაძემ აცნობა.
17-წლამდელებს მე-2 შესარჩევ ჯგუფში მეტოქეებად პოლონელი, ესტონელი და ლიხტენშტაინელი თანატოლები ჰყავთ. მატჩები 2014 წლის 8, 10 და 13 ოქტომბერს გაიმართება.
19-წლამდელების მოწინააღმდეგეები მე-11 შესარჩევ ჯგუფში რუმინეთი, კვიპროსი და ჩერნოგორია არიან. შეხვედრები 2014 წლის 26, 28 და 31 ოქტომბერს შედგება.
შეგახსენებთ, რომ მიმდიანრე წელსაც საქართველოს 17 წლამდე და 19 წლამდე ნაკრებებმა, ევროპის 2014 წლის ჩემპიონატების პირველ შესარჩევ ეტაპებზეც შინ ითამაშეს.