მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპი დღეს დასრულდება. მეშვიდე მერვედფინალური მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, რომელშიც შვედეთისა და შვეიცარიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა:
შვედეთი (4-4-2): ოლსენი; ლუსტიგი, ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი; კლაესონი, სვენსონი, ეკდალი, ფორსბერგი; ტოივონენი, ბერგი
მწვრთნელი: იანე ანდერსონი
შვეიცარია (4-2-3-1): სომერი; ლანგი, ჯურუ, აკანჯი, როდრიგესი; ბეჰრამი, ჯაკა; აქირი, ჯემაილი, ცუბერი; დრმიჩი
მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)