სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

10:54 | 3.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ახალი მეტოქეები და ახალი კალენდარი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ავსტრია ადვილად (98:73) დაამარცხა და მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ილიას ზუროსის გუნდი L ჯგუფში გადაინაცვლებს, სადაც მისი მეტოქეები გერმანია, სერბეთი, საბერძნეთი, ისრაელი და ესტონეთი იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ გუნდებს პირველ ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგები გადაჰყვათ. ანუ, საწყისი პოზიცია საქართველოს ნაკრებისთვის საკმაოდ წამგებიანა, რადგან ამ დროისთვის სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

1. გერმანია – 6 მოგება, 0 წაგება

2. საბერძნეთი – 6 მოგება, 0 წაგება

3. სერბეთი – 4 მოგება, 2 წაგება

4. ისრაელი – 3 მოგება, 3 წაგება

5. საქართველო – 2 მოგება, 4 წაგება

6. ესტონეთი – 2 მოგება, 4 წაგება.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 6 შეხვედრას გამართავს და აქედან, სერბეთისა და გერმანიის ნაკრებებს არ დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარი შემდეგნაირია:

13 სექტემბერი, თელ-ავივი

ისრაელი – საქართველო

16 სექტემბერი, თბილისი

საქართველო – საბერძნეთი

30 ნოემბერი, ტალინი

ესტონეთი – საქართველო

3 დეკემბერი, თბილისი

საქართველო – ისრაელი

21 თებერვალი, ათენი

საბერძნეთი – საქართველო

24 თებერვალი, თბილისი

საქართველო – ესტონეთი

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 24 ევროპული ნაკრები თამაშობს, რომლებიც ოთხ 6-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ფინალური ეტაპის საგზურს კი, 12 ნაკრები მოიპოვებს – თითო ჯგუფიდან სამ-სამი საუკეთესო.

აქ შეგიძლიათ ნახოთ მდგომარეობა სხვა ჯგუფებშიც.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114992