ფეხბურთი

23:59 | 2.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეშმაკები მზის ქვეშ დაწვას გადაურჩნენ

ბელგია 1/4 ფინალშია. ბელგიამ მერვედფინალი ზღაპარში მოიგო და ალბათ ეს იყო მიმდინარე მუნდიალის ყველაზე დრამატული მატჩი. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ აი, მეორე 45 წუთში მოვლენები საოცრად განვითარდა.

იაპონიის ნაკრებმა, რომელმაც ძალიან მაგარი შთაბეჭდილება დატოვა, საწყის 7 წუთში ორი გოლი გაიტანა და მეოთხედფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. აზიელები თამაშს აკონტროლებდნენ, თითქოს ხიფათს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ ბელგიის ნაკრებმა სიმაღლეში უპირატესობა ჩინებულად გამოიყენა. ანგარიშიც სწორედ ამის ხარჯზე, ორი თავური დარტყმით გაათანაბრა.

ეს 72-ე წუთისთვის და შემდეგ კიდევ იყო ბევრი საგოლე მომენტი ორივე კართან. მსაჯმა შეხვედრას 4 წუთი დაამატა და ბოლო წუთზე, კეისუკე ჰონდამ 35 მეტრიდან ძალიან მაგრად დაარტყა ჯარიმა. ტიბო კურტუამ ბელგია ფიასკოსგან კუთხურით იხსნა. წამები რჩებოდა, მაგრამ აზიელები, რომლებიც მეორე სართულზე ვერაფერს აწყობდნენ მეტოქესთან, საჯარიმოში ჩასვლას არ მოერიდნენ. სწორედ ამან დაღუპა აკირა ნიშინოს გუნდი. კუთხურს ხიფათი არ მოჰყოლია, კურტუამ ადვილად დაიჭირა ბურთი, რომელმაც თავადვე კევინ დე ბრუინს გააყოლა. კონტრშეტევა დე ბრუინმა დიდებულად წარმართა, მუნიეს გაატანა ფლანგზე ბურთი და მან ნასერ შადლი მოძებნა, ორმელმაც 5 მეტრიდან გაიტანა და ბელგია ასეთ ფანტასტიკურ სტილში მეოთხედფინალში გაიყვანა.

"წითელი ეშმაკების" მორიგი დაბრკოლება ბრაზილიის ნაკრები იქნება. ბელგია - იაპონიის მატჩის ვრცელ მიმოხილვას კი ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

0.110753