ამ წუთებში, როსტოვში, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი მორიგი მერვედფინალური მატჩი მიმდინარეობს. ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ბელგიის ნაკრები ჯერჯერობით იაპონიას ვერაფერს აკლებს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარია - 0:0.
"წითელი ეშმაკები" 45 წუთი განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ რეალური საგოლე მომენტები შექმნეს. თავის მხრივ, უსაქმოდ არც იაპონია ყოფილა, რომელიც პირველ რიგში, თავს ჩინებულად იცავდა, ხოლო ხანდახან შეტევისთვის იცლიდა. თუმცა, არც აზიელებს მისცემიათ მეტოქის კარის აღების რეალური შანსი.
აღნიშნული მატჩის მეორე ტაიმი დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.