ლოს ანჯელეს “გალაქსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლოს ანჯელეს “ლეიკერსში” ლებრონ ჯეიმსის გადასვლას გამოეხმაურა.
შვედმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში დაწერა:
"ახლა ლოს ანჯელესს ღმერთიც ჰყავს და მეფეც”, - დაწერა ზლატანმა.
შეგახსენებთ, ლებრონ ჯეიმსი მომდევნო 4 წლის განმავლობაში “ლეიკერსის” ღირსებას დაიცავს და ამ დროის განამვლობაში 154 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.