დღეს ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ათეული უცვლელია. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორი პოზიციით წინ წაიწია და 74-ე ადგილზეა. ყველაზე დიდი პროგრესი მიშა ზვერევმა განიცადა, რომელიც ერთბაშად 26 პოზიციით დაწინაურდა და 41-ე ადგილზე გადაინაცვლა.
1. რაფაელ ნადალი - 8770 - ქულა
2. როჯერ ფედერერი - 8720
3. ალექსანდრ ზვერევი - 5755
4. ხუან მარტინ დელ პოტრო - 5080
5. მარინ ჩილიჩი - 5060
6. გრიგორ დიმიტროვი - 4780
7. დომინიკ ტიმი - 3835
8. კევინ ანდერსონი - 3635
9. დავიდ გოფინი - 3110
10. ჯონ იზნერი - 3045
... 74.ნიკოლოზ ბასილაშვილი - 743