თანამედროვეობის გამორჩეული კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი კარიერას ლოს ანჯელეს “ლეიკერსში” გააგრძელებს. როგორც ცნობილი გახდა, მხარეები შეთანხმდნენ და 33 წლის კალათბურთელი “ლეიკერსს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ხელშეკრულების თანახმად, ლებრონი ახალ კლუბში 4 წლით ითამაშებს და ა დროის განმავლობაში 154 მილიონ დოლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, ლებრონ ჯეიმსი ბოლოს “კლივლენდ კავალიერსში” თამაშობდა, რომელიც 2 დღის წინ ოფიციალურად დატოვა.