ფეხბურთი

23:15 | 30.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფრანსისკო ლოპესი ფიფას VAR-ის სისტემის გამოყენებისთვის 15 მილიონ ევროს სთხოვს

ესპანელი ფრანსისკო ლოპესი ფიფას VAR-ის სისტემის გამოყენების გამო სასამართლოში უჩივლებს. აღნიშნული ინფორმაცია Marca-მ გაავრცელა, რომელიც ლოპესს ესაუბრა. ფრანსისკოს ვიდეო რეფერის იდეა 1999 წელს ჰქონდა და აღნიშნული პროექტი ესპანეთის განათლების და კულტურის სამინისტროს წარუდგინა, სახელწოდებით: ფეხბურთი 21-ე საუკუნეში - მომავლის ტექნოლოგია მსაჯებისთვის.

იდეის მიზანი იყო თამაშის დროს ვიდეოგადახვევის სისტემა დანერგილიყო და ცენტრიდან მსაჯთან კომუნიკაცია შემდგარიყო.

"რაც მქონდა წარმოდგენილი ზუსტად იგივეს იყენებენ ახლა. ეს იგივეა რაც მინდოდა 1999 წელს გამეკეთებინა." - განუცხადა Marca-ს ფრანსისკომ.

ლოპესმა ფიფას და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მოთხოვა ეს სისტემა არ გამოეყენებინათ. ახლა კი ფრანსისკო მისი იდეის გამოყენების გამო კომპენსაციის სახით 15 მილიონ ევროს ითხოვს.

"მაშინ მე არაფერი მინდოდა...ახლა კი დავინახე თუ როგორ იმოქმედა ფიფას საკუთარი ინტერესებისთვის. ვაპირებ 5 წლის განმავლობაში VAR-ის სისტემის გამოყენებისთვის. 15 მილიონი ევრო მოვითხოვო."

საბოლოოდ, ფრანსისკო ლოპესი მოხარულია, რომ მისმა იდეამ მსაჯებს დიდი სამსახური გაუწია და ფეხბურთი უფრო სამართლიანი გახდა.

0.130902