ფეხბურთი

19:55 | 30.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მატჩი ფანტასტიკა: საფრანგეთი 1/8 ფინალშია, მესი - სანაკრებო ტიტულის გარეშე

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი დაიწყო და პირველი მეოთხედფინალისტის ვინაობაც გაირკვა - საფრნაგეთის ნაკრები. "მამლებმა" არგენტინის ნაკრები სამშობლოს გზას გაუყენეს და ლიონელ მესი ისევ სანაკრებო ტიტულის გარეშე დარჩა.

დიდებული თამაში გამოვიდა, მიმდინარე ჩემპიონატზე უდაოდ საუკეთესო. გულშემატკივარს საქმე მოსაწყენად წამიტაც კი არ ჰქონიათ. რაც მთავარია, გავიდა ულამაზესი გოლები და ვიხილეთ არაერთი დიდოსტატის დიდოსტატური შემოქმედება. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი ცალსახად კილიან მბაპე იყო. 19 წლის შემტევმა ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარა.

კილიანმა პირველი სიტყვა მე-12 წუთზე თქვა, როდესაც მთელი მოედანი გაიარა და როხომ საჯარიმოში წააქცია. პენალტი გრიზმანმა აქცია გოლად. ფრანგები მეტოქის თამაშით ჯობინდნენ, მაგრმა ტაიმის ბოლოს ანხელ დი მარიამ 30 მეტრიდან გაისროლა და ულამაზესი დარტყმით გაათანაბრა.

მეორე ტაიმის დასაწყისი კი, არგენტინისთვის დიდებული გამოდგა. უკეთესს რომ ვერ ინატრებდა, ისეთი: ლეო მესის აქტიურობისა და კარში დარტყმის შემდეგ, გაბრიელ მერკადომ ბურთს მიმართულება შეუცვალა და უგო ლორისი უშანსოდ იყო - 1:2.

აი, შემდეგ კი, საქმეში ფრანგები და მეტწილად მბაპე ჩაერთო. თუმცა, ჯერ იყო ბენჟამენ პავარის საოცარი გოლი. შეიძლება ითქვას მიმდინარე გათამაშების საუკეთესო გოლი ფრანგმა განაპარა მცველმა მიითვალა. საერთოდ, საფრანგეთის ნაკრებს ისტორიაში ალბათ საუკეთესო 11 წუთეული ჰქონდა - პავარის გოლის მერე მბაპეს გამჩერებელი სამხრეთ ამერიკელთა რიგებში არავინ აღმოჩნდა. კილიანმა ჯერ ტექნიკურად ითამაშა ფანტასტიკურად და მეკარეს შანსი არ მისცა, ხოლო 4 წუთში უკვე ერთ-ერთზე მოახერხა გატანა და თამაშის ბედიც შეიძლება ითქვას, ასე გადაწყდა

დარჩენილ დროში არგენტინას ცდა არ დაუკლია, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. მიუხედავად ამისა, ერთი გოლი მაინც გაქვითა. მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე მესიმ საგოლე პასი მიითვალა, კუნ აგუერომ თავით შეაგდო და იმედი ჩაუსახა თავის გუნდს. თუმცა დრო აღარ იყო, 2 წუთი არ აღმოჩნდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ არგენტინას თამაში დამატებით დროში გადაეყვანა. ისე კი, ბოლო წამებზე ხორხე სამპაოლის გუნდს მიეცა ერთი შანსი, მაგრამ მესამ კარში ვერ დაარტყა... საბოლოოდ კი, "ალბისელესტე" არ ყოფილა ამჯერად საჩემპიონო გუნდი და ვერც ლიონელ მესიმ მოახერხა მარტოს ისეთი ღირებული შეექმნა, რომ მერვედფინალზე შორს არგენტინა წასულიყო...

აღნიშნული მატჩის ვრცელ მიმოხილვას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

0.232528