ფეხბურთი

0:20 | 30.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"საუთჰემპტონმა" ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და უკვე "ბაზელის" ყოფილი ფეხბურთელი მოჰამედ ელიუნუსი კარიერას "საუთჰემპტონში" გააგრძელებს. როგორც "წმინდანების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, აფრიკული ფესვების მქონე ნახევარმცველმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ელიუნუსმა კარიერა "სარპსბორგში" დაიწყო და მთავარ გუნდში 2011 წელს დააწინაურეს. სამი წლის შემდეგ ფეხბურთელი "მოლდეში" გადავიდა, ორი წლის შემდეგ კი - "ბაზელში". გასულ სეზონში ნახევარმცველმა 44 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა. წარმოშობით მაროკოელს ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა და სკანდინავიელთა რიგებში ჩატარებულ 16 შეხვედრაში თავი ოთხჯერ გამოიჩინა.

0.14759