კალათბურთი

21:12 | 29.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრ ჯორჯევიჩი: "საქართველომ თავისი თამაში ვერ აჩვენა"

სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯორჯევიჩმა საქართველოსთან მატჩი (87:50) შეაფასა. სერბი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდის თამაშით კმაყოფილია, რადგან მათ მაქსიმუმი გააკეთეს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო და ყველანაირად მოვემზადეთ. ჩემი გუნდის თამაშით და კალათბურთელებით კმაყოფილი ვარ, რადგან მათ ყველაფერი გაიღეს ასეთი გამარჯვებისთვის. საქართველოს ნაკრებმა დღეს ვერ შეძლო თავისი თამაშის ჩვენება, თუმცა თქვენ კარგი კალათბურთელები გყავთ. არ ვიცი, რატომ ვერ ითამაშეთ დღეს. გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეთ პირველ შეხვედრაში, ვიდრე ახლა", - თქვა ჯორჯევიჩმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას 2 ივლისს, თბილისში, ავსტრიის ნაკრებთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112271