გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა “გლადბახმა” შვეიცარიის ნაკრებისა და “ბაზელის” ფეხბურთელი მიხაელ ლანგი გაიფორმა. ტრანსფერის ფინანსური დეტალები უცნობია, ხოლო კონტრაქტის ხანგრძლივობა 4-წლიანია.
27 წლის მარჯვენა მცველი ლანგი “ბაზელის” რიგებში 2015 წლიდან თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
შვეიცარიის ნაკრებში მის ანგარიშზე 26 მატჩში 2 გოლია და ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება.