ანტალიის ტურნირის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩეხ ჟირი ვესელთან 6:7, 2:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 19 წუთს გაგრძელდა.
პირველი სეტი ნიკამ ტაი-ბრეიკზე 5:7 წააგო. მეორე პარტიაში კი უშანსოდ - 2:6 ბასილაშვილმა სამი შესაძლებლობიდან ვერც ერთი ბრეიკი ვერ გამოყენა.
ნიკამ ანტალიის ტურნირის 1/4-ფინალში გასვლით 45 სარეიტინგო ქულა და 12 355 დოლარი გამოიმუშავა.