მაშ ასე, მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე საინტერესო ნაწილი, პლეი-ოფი იწყება. 30 ივნისს, 1/8 ფინალური ეტაპი ცენტრალური მატჩით გაიხსნება: საფრანგეთი – არგენტინა.
ბუნებრივია, უკვე ცნობილია ყველა წყვილი და მათი შესაძლო სამომავლო გზა მსოფლიოს ჩემპიონატზე. წინ მეტად საინტერესო შეხვედრები გველოდება, თუმცა ერთი რამ ნათლად ჩანს: ბადის ერთი მხარე გაცილებით ძლიერია, ვიდრე – მეორე. სწორედ მეორე ნაწილშია ესპანეთის ნაკრები, რომელიც აშკარა ფავორიტად მოსჩანს და დიდად გასაკვირი არ იქნება, “ფურია როხას” ფინალში თუ ვიხილავთ. პირინელთა მთავარ დაბრკოლებად ამ ეტაპზე ორად-ორი გუნდი მოსჩანს, ხორვატია და ინგლისი. მაგრამ, ესეც საკითხავია, როგორ წარმოაჩენენ ისინი თავს პლეი-ოფში.
აი, ბადის პირველი ნაწილი გაცილებით მდიდარია ფავორიტი გუნდებით: ბრაზილია, საფრანგეთი, არგენტინა, პორტუგალია, ბელგია. მოკლედ, დაველოდოთ, ყველაფერი მოედანზე გამოჩდნება.
აქვე, მერვედფინალური ეტაპის კალენდარიც:
საფრანგეთი – არგენტინა
30 ივნისი, 18:00 საათი, ყაზანი
ურუგვაი – პორტუგალია
30 ივნისი, 22:00 საათი, სოჭი
ესპანეთი – რუსეთი
1 ივლისი, 18:00 საათი, მოსკოვი
ხორვატია – დანია
1 ივლისი, 22:00 საათი, ნიჟნი ნოვგოროდი
ბრაზილია – მექსიკა
2 ივლისი, 18:00 საათი, სამარა
ბელგია – იაპონია
2 ივლისი, 22:00 საათი, როსტოვი
შვედეთი – შვეიცარია
3 ივლისი, 18:00 საათი, სანქტ-პეტერბურგი
კოლუმბია – ინგლისი
3 ივლისი, 22:00 საათი, მოსკოვი