მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურში ერთმანეთს პანამის და ტუნისის ეროვნული ნაკრებები შეხვდებიან. ორივე გუნდს G ჯგუფში 0-0 ქულა აქვთ. აღნიშნული მატჩი გადაწყვეტს თუ რომელი გუნდი დაიკავებს მესამე ადგილს.
ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ორივე ნაკრების სასტარტო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
პანამა: პენედო, ესკობარი, ტორესი, მაჩადო, ოვალიე, ავილა, გოდოი, როდრიგესი, ბარსენასი, გომესი, ტორესი
მწვრთნელი: ერნან გომესი
ტუნისი: მათლუთი, მერიაჰი, ჰადადი, ბედოუი, ნაგუესი, სასი, სხირი, ბენ იუსუფი, ხაზრი, ჩაალელი, სლიტი
მწვრთნელი: ნაბილ მაალოული