არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ჟურნალისტი გაახარა. ნიგერიასთან მატჩის შემდეგ მასთან მედიის წარმომადგენელი მივიდა, რომელსაც მანამდე საჩუქარი გადაცემული.
აი, როგორი დიალოგი შედგა ჟურნალისტსა და მესის შორის:
- ჟურნალისტი: ლეო, პირველი მატჩის შემდეგ სამაჯური გაჩუქეთ, რომელიც დედაჩემს უნდოდა, რომ მომეცა თქვენთვის. არ ვიცი, შეინახეთ თუ გადააგდეთ.
- მესი: შეხედეთ, აქ მაქვს (მესიმ მარცხენა ფეხი აჩვენა – რედ).
- ჟურნალისტი: ნამდვილად?
- მესი: დიახ. მადლობა ჩემი მხრიდან. გავიკეთე, როდესაც მაჩუქეთ და არ მოვიხსნი.