ფეხბურთი

17:13 | 28.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

იაპონია VS პოლონეთი - ძირითადი შემადგენლობები

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი სრულდება. 18:00 საათზე მესამე ტურის მატჩები გაიმართება H ჯგუფში, სადაც ჯერ კიდევ ყველაფერი გასარკვევია.

ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის შანსი არ აქვს პოლონეთია, რომელიც იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ორ ტურში 4 ქულისა, აზიელთა შემადგენლობა წინა მატჩებისგან შედარებით სახეცვლილია – იაპონიის შემადგენლობაში ერთბაშად 6 ცვლილებაა.

უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა:

იაპონია (4-2-3-1): კავაშიმა; ჰ. საკაი, მაკინო, იოშიდა, ნაგატომო; შიბასაკი, უსამი; გ. საკაი, იამაგუჩი, ოკაზაკი; მუტო

მწვრთნელი: აკირა ნიშინო

პოლონეთი (4-2-3-1): ფაბიანსკი; ბერეშინსკი, გლიკი, ბედნარეკი, იედრშეჩიკი; გორალსკი, კრიხოვიაკი; გროსიჩკი, ჟიელინსკი, კურზავა; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ადამ ნავალკა

მსაჯი: იანი სიკაზვე (ზამბია)

0.127646