ფეხბურთი

13:43 | 28.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირანელმა ფეხბურთელმა სანაკრებო კარიერა 23 წლის ასაკში დაასრულა

ირანის ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” თავდამსხმელმა სარდარ აზმუნმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. საინტერესოა, რომ აზიელმა თავდამსხლმელმა ასეთი ნაბიჯი 23 წლის ასაკში გადადგა.

“ეროვნულ ნაკრებში თამაში დიდი პატივი იყო და ჩემი ცხოვრების ბოლომდე ამით ვიამაყებ. თუმცა, სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო გადავწყვიტე, რომ ეროვნულ ნაკრებს დავემშვიდობო 23 წლის ბიჭი. ცხოვრების სირთულეების გამო. ეს ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილებაა”, - განაცხადა სარდარმა.

სარდარ აზმუნი ირანის ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობდა და ხსენებულ პერიოდში 36 მატჩში 24 გოლი გაიტანა. აზმუნმა ირანისთვის აწ დასრულებულ მუნდიალზე ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.

0.113394