ფეხბურთი

12:50 | 28.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო დღე

დღეს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდება და ბოლო მერვედფინალისტების ვინაობასაც გავიგებთ. ოთხი შეხვედრა ორ ჯგუფში შედგება და მთავარი მატჩი ინგლისი – ბელგიაა. ორივე გუნდს უკვე მოპოვებული აქვს მერვედფინალის საგზური, თუმცა გასარკვევია, ვინ გავა პირველ ადგილზე.

სამაგიეროდ, H ჯგუფში ორი საგზურისთვის სამი გუნდი იბრძვის. ყველაზე კარგ სიტუაციაში მაინც იაპონიაა, რომელიც უკვე გავარდნილ პოლონეთს შეხვდება. კოლუმბია და სენეგალი კი, უშუალოდ ერთმანეთში გაარკვევენ ჯგუფიდან გამსვლელის ვინაობას.

გთავაზობთ ოთხივე მატჩის სავარაუდო შემადგენლობებს:

H ჯგუფი, 18:00 საათი

იაპონია – პოლონეთი

იაპონია (4-2-3-1): კავაშიმა; საკაი, იოშიდა, შოჯი, ნაგატომო; შიბასაკი, ჰასებე; ჰარაგუჩი, კაგავა, ინუი; ოსაკო

მწვრთნელი: აკირა ნიშინო

პოლონეთი (3-4-3): შჩესნი; პიშჩეკი, ბედნარეკი, პაზდანი; ბერეშინსკი, გორალსკი, კრიხოვიაკი, რიბუსი; ჟიელინსკი, ლევანდოვსკი, კოვნაცკი

მწვრთნელი: ადამ ნავალკა

მსაჯი: იანი სიკაზვე (ზამბია)

სენეგალი – კოლუმბია

სენეგალი (4-3-3): კ. ნ’დიაიე; ვაგე, სანე, კულიბალი, საბალი; ნდიაიე, განა, ა. ნ’დიაიე; მანე, ნიანგი, სარი

მწვრთნელი: ალიუ სისე

კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა, არიანი, მინა, მოხიკა, სანჩესი, ბარიოსი, აგილარი; კუადრადო, ხამესი, კინტერო; ფალკაო

მწვრთნელი: ხოსე პეკერმანი

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

G ჯგუფი, 22:00 საათი

ინგლისი – ბელგია

ინგლისი (3-5-2): პიკფორდი; ჯონსი, სტოუნსი, კეჰილი; ალექსანდერ-არნოლდი, ალი, დაიერი, ლინგარდი, როუზი; კეინი, რაშფორდი

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

ბელგია (3-4-3): კურტუა; კომპანი, ბოიატა, ვერმაელენი; იანუზაი, ფელაინი, დემბელე, ფერეირა-კარასკო; ტილემანსი, ტ. აზარი, ბატშუაი

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

პანამა – ტუნისი

პანამა (4-2-3-1): პენედო; მურილო, ესკობარი, რ. ტორესი, დევისი; გომესი, გოდოი; ბარსენასი, კუპერი, ჯ. როდრიგესი; პერესი

მწვრთნელი: ერნან დარიო გომესი

ტუნისი (4-2-3-1): ბენ მუსტაფა; ნაგეზი, მერია, ბენალუანე, მაალული; სასი, სხირი; ბდრი, კაუი, ფ. ბენ იუსუფი; ხაზრი

მწვრთნელი: ნაბილ მაალული

მსაჯი: ნაფაფ შუკრალა (ბაჰრეინი)

0.119551