სერბი სინიშა მიხაილოვიჩის ცხოვრება მშვიდი არც ფეხბურთელობისას ყოფილა და არც ახლაა – მწვრთნელობისას. საქმე ისაა, რომ მიხაილოვიჩი “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.
საინტერესო ამ ისტორიაში ის გახლავთ, რომ ლისაბონელებმა სერბი სულ რაღაც 9 დღის წინ დანიშნეს გუნდის თავკაცად:
“მიხაილოვიჩი ჩვენს სამომავლო გეგმებში არ ჯდება და “სპორტინგს” ახალი მწვრთნელი ეყოლება”, - განაცხადა პორტუგალიური გუნდის პრეზიდენტმა სოუზა სინტრამ.