“დინამო” ბათუმი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს. როგორც აჭარული კლუბის ფეიფბუქგვერდი გვამცნობს, “დინამოს” რიგებში ახალგაზრდა და ნიჭიერი მეკარე – ოთო გოშაძე გადავიდა, რომელმაც კლუბთან წელიწადნახევრიან იჯარას ხელი უკვე მოაწერა.
აქვე გეტყვით, რომ ოთოს საკლუბო კარიერა “საბურთალოში” დაიწყო, შემდეგ იყო თურქული “ქასიმფაშა” და “დინამო” თბილისი. რაც შეეხება საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, 21 წლის კიპერი ყველა ასაკობრივ გუნდში გამოდიოდა.