ფეხბურთი

14:54 | 27.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

სამპაოლი მესის: "შემოვიყვანო კუნი?"

როგორც ჩანს, ეჭვები იმის შესახებ, რომ ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში ხორხე სამპაოლის აღემატება და მთავარი მისი სიტყვაა, მართლდება. ნიგერიასთან მატჩისას კამერებმა დააფიქსირეს მომენტი, როდესაც "ალბისელესტეს" თავკაცი ლიონელ მესის ეკითხება ჩართოს თუ არა თამაშში კუნ აგუერო:

"შემოვყვანო კუნი?", - მიმართა სამპაოლიმ მესის.

საბოლოოდ, ასეც მოხდა და არგენტინელთა ფორვარდი მინდორზე მე-80 წუთზე გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ არგენტინამ ნიგერია 2:1 დაამარცხა და მერვედფინალში საფრანგეთს შეხვდება.

0.127989