არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ ნიგერიასთან (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ალბისელესტეს” თავდამსხმელის განცხადებით, მისმა გუნდმა მერვედფინალში თამაში დაიმსახურა.
“ღმერთი ჩვენთან იყო. ვიცოდით, რომ ჩვენი გავარდნა არ შეიძლებოდა და შესანიშნავია ასეთ სტილში გამარჯვება. დარწმუნებული ვიყავით, რომ შეგვეძლო გოლის გატანა და გამარჯვების მოპოვება.
ჩვენ არ დაგვიმსახურებია ჯგუფში ჩარჩენა და ძალიან ბედნიერები ვართ. ეს გამარჯვება ყველა არგენტინელს ეძღვნება. მათ, ვინც სტადიონიდან გვამხნევებდა და მათაც, რომლებიც სახლიდან გვქომაგობდნენ”, - განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინამ ჯგუფიდან 4 ქულით გავიდა და მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს თამაში 30 ივნისს, ყაზანში გაიმართება.