ფეხბურთი

18:51 | 26.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

HT - პერუს სადებიუტო გოლი და მოსაწყენი ტაიმი მოსკოვში

მსოფლიოს ჩემპიონატის C ჯგუფში ამ წუთებში მესამე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. ჯგუფის ფავორიტები საფრანგეთი და დანია პირველი ადგილისთვის თამაშობენ მოსკოვში, თუმცა პირველი ტაიმი საკმაოდ მოსაწყენი გამოვიდა. გოლი არ გასულა, რაც სავსებით ლოგიკურია.

პარალელურად კი ავსტრალიის ნაკრები, რომელსაც ჯერაც აქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი, პერუს ნაკრებთან მარცხდება. სამხრეთ ამერიკელები კარილოს ლამაზი გოლით ამარცხებენ მეტოქეს. ეს პერუს პირველი გოლია მიმდინარე ტურნირზე.

აღნიშნული მატჩების მეორე ტაიმები დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.

0.143771