სულ ცოტა ხანში მსოფლიოს ჩემპიონატის C ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები დაიწყება. საფრანგეთის ნაკრები პირველი ადგილისთვის დანიას დაუპირისპირდება, რომელსაც თავის მხრივ ჯგუფიდან გასვლაც გასაფორმებელი აქვს.
უკვე ცნობილია ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა, რომელიც ასეთია:
დანია (4-2-3-1): შმეიხელი; მ. იორგენსენი, კიაერი, კრისტენსენი, დლსგაარდი; სტრაიგერი, დელანი; ბრაითვაითი, ერიკსენი, სისტო; კორნელიუსი
მწვრთნელი: აგე ჰარეიდე
საფრანგეთი (4-2-3-1): მანდანდა; სიდიბე, კიმპემბე, ვარანი, ერნანდესი; კანტე, ნ’ზონზი; დემბელე, გრიზმანი, ლემარი; ჟირუ
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
მსაჯი: სანდრო რიჩი (ბრაზილია)