ფეხბურთი

15:38 | 26.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეგვიპტელი კომენტატორი საუდის არაბეთთან მატჩის დასრულებისთანავე გარდაიცვალა

აბდელ რაჰიმ მოჰამედი, “ზამალეკის” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, რომელიც ერთ-ერთ ეგვიპტურ ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობდა და მატჩებს კომენტირებას უწევდა, ეგვიპტესა და საუდის არაბეთის მატჩის დასურლებისთანავე გარდაიცვალა.

აღნიშნულის მიზეზი გულის შეტევა გახდა. აბდელ რაჰიმი უმალვე საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, მაგრამ ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა:

“ნახევარი საათი ვცდილობდით მის გადარჩენას, მაგრამ გულმა რეაგირება არ მოახდინა”, - განაცხადა კაიროს საავამდყოფოს ხელმძღვანელმა მსრავი აჰმედ ტაჰამ.

შეგახსენებთ, რომ ევგიპტის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლად გამოვიდა და ჯგუფში სამივე თამაში წააგო. მათ შორის ბოლო, საუდის არაბეთთან (1:2).

0.119488