ფეხბურთი

13:11 | 26.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ნაგავი VAR-ი მხოლოდ დიდი გუნდებისთვისაა" - მაროკოს ნაკრების ფეხბურთელების პროტესტი

მაროკოს ნაკრების ფეხბურთელები ვიდეორეფერის სისტემის წინააღმდეგ გამოდიან. საქმე ისაა, რომ ესპანეთთან შეხვედრაში აფრიკელები VAR-ის მუშაობით უკმაყოფილონი დარჩნენ და პროტესტი საჯაროდ გამოხატეს.

ნორდინ ამრაბატის სიტყვები ნამატჩევს კამერებმა დააფიქსირეს:

“VAR-ი ეს ნაგავია!”.

გაცილებით ვრცელი კომენტარი გააკეთეს სხვა ფეხბურთელებმა:

“მსაჯმა ბევრი მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ჩვენ დაგვაზარალა. როდესაც პიკემ საჯარიმოში ხელით ითამაშა, ვიდეორეფერის სისტემა არ გამოიყენა, რაც მოხდა, ამის დანახვა ყველას შეუძლია. კარგია VAR-ი, მაგრამ პიკეს ეპიზოდში არ გამოიყენეს”, - მბარკ ბუსუფა.

“როგორც ჩანს, VAR-ი მხოლოდ სხვებისთვისაა, დიდი გუნდებისთვის. იაგო ასპასის გოლი ჩასათვლელი იყო, მაგრამ პიკემ საჯარიმოში ხელით ითამაშა!”, - იუნეს ბელანდა.

“ჩვენ აღშფოთებულები ვართ. პორტუგალიასთანაც იგივე მოხდა. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ სხვების მსგავს სიტუაციაში ვიყოთ”, - მუნირ მოჰამედი.

შეგახსენებთ, მაროკოს ნაკრების ფეხბურთელებმა მსაჯობაზე პრეტენზია პორტუგალიასთანაც გამოთქვეს და იგივე გამეორდა ესპანეთთან მატჩის შემდეგ. აფრიკელები კი მსოფლიოს ჩემპიონატს 1 ქულით დაემშვიდობნენ.

0.151843