ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლოს კეირუში პორტუგალიასთან (1:1) მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა. მისი განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ წითელ ბარათს იმსახურებდა, მაგრამ ავტორიტეტმა გაჭრა.
“როდესაც ფეხბურთელი იდაყვით განზრახ თამაშობს, მან წითელი ბარათი უნდა მიიღოს. მნიშვნელობა არ აქვს ის რონალდუა თუ მესი. ეს წითელია! ჩემი აზრით, ბატონი ინფატინო უნდა აღიარებდეს, რომ VAR-ის სისტემა კარგად არ მუშაობს”, - თქვა კეირუშმა.
შეგახსენებთ, ირანმა 3 თამაშში 4 ქულა მოიპოვა და მერვედფინალში ვერ გავიდა. აზიელებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.