ფეხბურთი

0:07 | 26.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირანის საჩუქარი - ესპანეთი პირველ ადგილზე გავიდა (+VIDEO)

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურში ესპანეთი მაროკოს შეხვდა ფრე 2:2 დააფიქსირა. მატჩის დასრულებამდე დაახლოებით ხუთი წუთით ადრე ესპანეთი ჯგუფში მეორე ადგილზე გადიოდა, რადგან მაროკოსთან აგებდა, პორტუგალია კი ირანს უგებდა. თუმცა მატჩის ბოლოსკენ სიტუაცია შეიცვალა და ჯგუფში პირველობა "ფურია როხას" დარჩა.

ესპანეთმა პირველი გოლი მე-14 წუთზე გაუშვა: ანდრეს ინიესტა და სერხიო რამოსი ცენტრში ვერ გაერკვნენ და ბურთი ხალიდ ბუთაიბს მიუვიდა, რომელიც დავიდ დე ხეასთან პირისპირ გავიდა და მაროკო დააწინაურა.

ესპანელებმა მალევე აღადგინეს წონასწორობა, მე-19 წუთზე ინიესტას, დიეგო კოშტას და ისკოს სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა გამოიჩინა თავი. 25-ე წუთზე კი ბუთაიბს დუბლის გაფორმების შანსი ჰქონდა - აუტიდან მას მარცხენა ფლანგზე გადაცემა გაუკეთეს და კვლავ მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა მახვილი კუთხისკენ შეიწია და დე ხეამ ბურთის მოგერიება გაუიოლდა. პირველი ტაიმის ბოლოს ინიესტამ საჯარიმოში შევიდა და გამჭოლი დაბალი გადაცემა გააკეთა, თუმცა კოშტა ბურთს სათანადოდ ვერ ჩაუწვა და ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

55-ე წუთზე ნორდინ ამრაბატმა შორიდან ძლიერად დაარტყა და ესპანეთს აშკარად გაუმართლა, რადგან ბურთი ძელს მოხვდა, ამ ეპიზოდში დე ხეამ რეაგირებაც კი ვერ შეძლო. 63-ე წუთზე პიკემ კუთხურიდან მოწოდებულზე თავით ააცილა, მანამდე ისკოს დარტყმული ცარიელი კარიდან საისმა გამოიტანა. აღნიშნული მომენტის შემდეგ კვლავ აგრძელებდა ესპანეთი ბურთის ფლობას და ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა 81-ე წუთზე პირიქით მოხდა, კუთხური ზიეშმა შეასრულა, იუსუფ ენ ნასირიმ კი თავით ცხრიანში ზუსტად დაარტყა.

მატჩის მიერ კომპენსირებულ დროის პირველ წუთზე დანი კარვახალის ჩაწოდების შემდეგ იაგო ასპასმა გოლი გაიტანა, თუმცა თავიდან გვერდითა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. საბოლოოდ ვიდეორეფერის მეშვეობით გადაწყვეტილება შეიცვალა და ანგარიში 2:2 გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ კი ირანმა პორტუგალიას თერთმეტმეტრიანი დარტყმით გოლი გაუტანა, ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ ესპანეთი ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით პირველ ადგილზე გავიდა.

ესპანეთი - მაროკო 2:2 (1:1) VIDEO

კალინინგრანდი, "კალინინგრად სთედიუმი"

ესპანეთი (4-2-3-1): დე ხეა, კარვახალი, პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, ტიაგო (ასენსიო 74), ისკო, სილვა (როდრიგო 84), კოშტა (ასპასი 74)

მწვრთნელი: ფერნანდო იერო

მაროკო (4-2-3-1): მუნირი, ჰაკიმი, და კოსტა, საისი, დირარი, ზიეში (ბუჰადუზი 85), ელ აჰმადი, ბელანდა (ფაჟრი 64), ბუსუფა, ამრაბატი, ბუთაიბი (ენ ნასირი 72)

მწვრთნელი: ერვე რენარი

გოლი: 0:1 ბუთაიბი (14), 1:1 ისკო (19), 1:2 ენ ნასირი (81), 2:2 ასპასი (90)

გაფრთხილება: ელ აჰმადი (22), ამრაბათი (29), და კოსტა (31), ბუსუფა (31) , მუნირი (89)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 16(4) - 6(3): ბურთის ფლობა 69%-31%: კუთხურები 7-1: თამაშგარე 1-1:

მსაჯი: რავშან ირმატოვი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ისკო

0.388394