ინგლისელ გულშემატკივარ დუდგლას მორეთონს დაუჯერებელი და დრამატული ამბავი გადახდა. იგი ინგლისისა და პანამის მატჩზე დასასწრებად ნიჟნი ნიჟნი ნოვგოროდისკენ გაეშურა, იმგზავრა საათები, გაიარა კილომეტრები, მაგრამ მხოლოდ რუსეთში ჩასულმა აღმოაჩინა, რომ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთი ბრისტოლში, საკუთარ სახლში დარჩა!
თუმცა, ეს კომიკური ისტორიის ერთი ნაწილია, მეორე არანაკლებ დრამატულია: მორეთონის დახმარება ბრიტანელმა ჟურნალისტმა დენ ჰოუელსმა სცადა, რომელმაც სოციალურ ქსელში მასთან ერთად ფოტო განათავსა და განცხადებაც გააკეთა:
“ეს დუგლასია. ის იყო ჩვენს სასტუმროში, ვოლგოგრადში, მაგრამ თამაშისთვის ნიჟნი ნოვგოროდში წავიდა. უბრალოდ მას ბილეთი სახლში, ბრისტოლში დარჩა! თუ ვინმეს შეუძლია დახმარება და ზედმეტი ერთი ბილეთი ექნება, შეგვატყობინეთ”, - დაწერა ჟურნასლიტმა.
ჰოუელსის მცდელობამ შედეგი გამოიღო, თუმცა ამჯერზე თავად დუგლასი დაიკარგა.
“ჩვენ გვაქვს ბითელი დუგლასისთვის, მაგრამ მანამდე თვითონ უნდა ვიპოვოთ. თუ მას ნახავთ, უთხარით, რომ მოვიდეს სასტუმროსთან რაც შეიძლება მალე”, - განათავსა მეორე განცხადება სოციალურ ქსელში ჰოუელსმა.
ამ ისტორიის დასასრული ჯერჯერობით უცნობია და უყურა თუ არა, საყვარელი ნაკრების გოლეადას სტადიონიდან ბატონმა დუგლასმა...