თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი წრე იოლად დაძლია. ნიკამ ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენა 6:2, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 54 წუთს გაგრძელდა.
მომდევნო ეტაპზე ნიკა ლაიოვიჩი ჰორანსკის გამარჯვებულს შეხვდება.
ტურნირის საპრიზო ფონდი ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს.