ფეხბურთი

11:45 | 25.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

პანამამ ინგლისის ნაკრებს მაშინ შეუტია, როდესაც მეტოქე გოლს აღნიშნავდა...

ინგლისის ნაკრებმა პანამა (6:1) გაანადგურა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონატის დებიუტანტებისთვის ამ შეხვედრაში გოლის გატანაც დიდი საქმე გამოდგა. ეს მეორე ტაიმში მოხდა.

თუმცა, იქამდე, პანამამ ერთობ უცნაურ სტილში სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა. როდესაც, ინგლისელები ჰარი კეინის გოლს აღნიშნავდნენ (2:0), პანამის ნაკრების ფეხბურთელებმა ბურთი მოედნის ცენტრში დადეს და ალბიონელთა კარს შეუტიეს.

ერთადერთი ინგლისელი, რომელიც თავის პოზიციაზე იმყოფებოდა მეკარე პიკფორდი იყო. ბუნებრივია, მსაჯმა პანამელთა მცდელობა შეაჩერა...

0.211165