ფეხბურთი

10:43 | 25.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანტიმეტრებით დაკარგული 6 ათასი ევრო...

ინგლისელ გულშემატკივარს 5.250 გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 6 ათასი ევრო) მოგებამდე სანტიმეტრები დააკლდა. The Sport Bible-ს ცნობით, ერთ-ერთმა ქომაგმა შემდეგ სახით ფსონი გააკეთა ტოტალიზატორში:

მექსიკის ნაკრების გამარჯვება სამხრეთ კორეასთან ანგარიშით 2:1, რომელუ ლუკაკუს დუბლი და ტონი კროოსის გოლი.

როგორც ხედავთ, ყველაზე ზემოხსენებული პროგნოზი გამართლდა და 5 გირვანქა სტერლინგით ინგლისელი გულშემატკივარი 5.250 გირვანქას იგებდა, თუმცა...

საქმე ისაა, რომ კროოსის შემთხვევაში მას ასეთი სახის ფსონი ჰქონდა გაკეთებული: გერმანელი საჯარიმოს გარედან გაიტანა. კროოსმა ჯარიმა გაიტანა, მაგრამ ბურთი დარტყმის მომენტში საჯარიმოში იდო.

რამდენიმე სანტიმეტრმა კი ინგლისელის ჯიბე ვერ შეავსო...

0.121533