მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს ნიჟნი ნოვგოროდში ინგლისის და პანამის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. G ჯგუფში ბელგიამ მეორე შეხვედრა ტუნისს 5:2 მოუგო და 6 ქულით პირველ ადგილზეა. იმ შემთხვევაში თუ "სამი ლომი" დღესაც გაიმარჯვებს, მერვედფინალის საგზურს მოიპოვებს.
ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გარეტ საუთგეიტის და ერნან გომესის სასტარტო შემადგენლობები შემდეგნაირად გამოიყურება:
ინგლისი: პიკფორდი, უოლკერი, სტოუნსი, მაგუაირი, ტრიპიერი, იანგი, ლინგარდი, ჰენდერსონი, ლოფტუს-ჩიკი, სტერლინგი, კეინი
მთავარი მწვრთნელი: გარეტ საუთგეიტი
პანამა: პენედო, მურილიო, ესკობარი, ტორესი, დევისი, გოდოი, როდრიგესი, ბარსენასი, გომესი, კუპერი, პერესი
მთავარი მწვრთნელი: ერნან გომესი