ლისაბონის "სპორტინგის" პრეზიდენტმა ბრუნუ დე კარვალიომ კლუბის აქციონერების გადაწყვეტილებით პოსტი დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიელთა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
კლუბის აქციონერების დაახლოებით 71%-მა ყრილობაზე გადაწყვიტეს, რომ შექმნილი კრიზისული ვითარების ბრუნუ და მისი ჯგუფი ვეღარ გააგრძელებდა მოღვაწეობას. აქციონერები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც კლუბი ბრუნუსთან კონფლიქტის გამო რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემ დატოვა.
ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 8 სექტემბერს გაიმართება, მანამდე კი ლისაბონის "სპორტინგს" დროებითი კომიტეტი უხელმძღვანელებს.